Search

23 ოქტომბერი, 2011


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, 50 სტუდენტს, რომლებმაც 3 თვიანი პროფესიული პრაქტიკა სამინისტროსა და მის საქვეუწყებო სამსახურებში გაიარეს, სტაჟირების დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა, წარმატებული 40-მდე პრაქტიკანტი კი, დაასაქმა.  

პრაქტიკისთვის სტუდენტთა შერჩევა იმ მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამინისტროსა და ოთხ უმაღლეს სასწავლებელს - "საქართველოს უნივერსიტეტს", "თბილისის  თავისუფალ  უნივერსიტეტს",  "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა" (GIPA) და "კავკასიის უნივერსიტეტს"   შორის  მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.  მემორანდუმი  აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტების გადამზადებას, პრაქტიკის გავლას და წარჩინებულების დასაქმებას ითვალისწინებდა. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შერჩევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და დღეს წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც განსაკუთრებული მონდომება და უნარები გამოავლინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის საქვეუწყებო სამსახურებში დასაქმდნენ.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player