Search

12 ოქტომბერი, 2011


თერჯოლისა და ჭიათურის მოსახლეობა ერთმანეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. თუზი-ქვაციხე-კაცხის 9,5 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა მაქაცარიასთან ერთად რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.
თუზი-ქვაციხე-კაცხის 9,5 კმ-იანი გზა ერთმანეთს თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებს აკავშირებს.  სოფელ კაცხში მდებარე ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლის –კაცხის სვეტის გამო, აღნიშნული გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. 9,5 კილომეტრიანი გზა წლების განმავლობაში სრულიად ამორტიზებული და პრაქტიკულად გაუვალი იყო. გზის რეაბილიტაცის პროექტის ფარგლებში შესრულდა მიწის სამუშაოები, აშენდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საყრდენი კედლები, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. 
გზის რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player