Search

1 ოქტომბერი, 2011


დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში, დაბა დმანისში დმანისობის დღესასწაული გაიმართა.  უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი მიმდინარე წელს განსაკუთრებულად  აღინიშნა. დმანისობის დღესასწაულს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები დმანისში მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა.

სადღესასწაულო ღონისძიებების დაწყებამდე კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ დიდი დმანისი-ბედიანას საავტომობილო გზის 12,7 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი, გამოიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, სანიაღვრე სისტემებს და კიუვეტებს. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტზე 50 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player