Search

14 სექტემბერი, 2011


 

მესტიაში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ახალი ხიდი და 136 კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და მესტიის სტუმრები. მესტიის იუსტიციის სახლისა და ახალი ხიდის შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. იუსტიციის სახლის ინტერიერის დიზაინზე კი ამერიკულმა კომპანიამ "სენტეომ" იზრუნა. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინიც. ობიექტების გახსნის შემდეგ პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player