Search

22 აგვისტო, 2011


დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საკურორტო ქალაქი ანაკლია. დღესვე, გაიხსნა ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი და საფუძველი ჩაეყარა ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომელსაც ტრენინგ ცენტრის ფუნქციაც ექნება.

აღნიშნული ხიდი  გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა, შპს "ტრანსპროექტის" თანაავტორობით დააპროექტა. საფეხმავლო ხიდი მთლიანად ხისგან არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს.  ხიდი  მდინარე ენგურზეა გადებული და განმუხურისა და ანაკლიის ბულვარებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის მოაჯირები და ბაგირები თანამედროვე და ორიგინალური განათებით არის განათებული, რაც  ულამაზეს სანახაობას ქმნის.

აღნიშნული ხიდი  მონაწილეობას მიიღებს  მიმდინარე წლის შემოდგომაზე  დაგეგმილ ხიდების საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება. ის წარდგენილია ნომინაციაზე: საუკეთესო საფეხმავლო ხიდი.

ანაკლია-განმუხურის ხიდის მშენებლობას კოორდინირებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევდა. სამშენებლო სამუშაოებზე 250-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player