Search

14 აგვისტო, 2011


კურორტ გომისმთაზე,  დღეს, სახალხო დღესასწაული "გომისმთობა-2011" გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა, კურორტის სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო. "გომისმთობა-2011", უკვე მეორე წელია იმართება. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი, ჩატარდა შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მკლავჭიდში, გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ფოლკლორულ ანსამბლ  "შვიდკაცას" კონცერტი და დაფუძნდა ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი "ჭინჭაოს ფესტივალი".

რამაზ ნიკოლაიშვილი და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიას ეწვივნენ, რომელიც სწორედ დღეს გაიხსნა. მინისტრმა პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული 17 კმ-იანი მონაკვეთი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, რის შემდეგაც რამაზ ნიკოლაიშვილი გომისმთობის აღსანიშნავ დღესასწაულს შეუერთდა. 

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესის საავტომობილო გზის  რეაბილიტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ტურისტული, ასევე საკურორტო თვალსაზრისითაც რადგან ის ცენტრალურ გზას კურორტ გომისმთასთან აკავშირებს.  ამ დროისათვის კურორტს რეაბილიტირებული გზით 200-მდე ოჯახი ესტუმრა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კი დამსვენებლების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: მოეწყო მიწის ვაკისი, ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე მილები და გაბიონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ექვს სახიდე გადასასვლელს.   გარდა ამისა, გზის გასწვრივ განლაგებულ სკოლებთან და ეკლესიებთან ჩატარდა ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.  პროექტზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player