Search

10 აგვისტო, 2011


წყალტუბო და ცაგერი ერთმანეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის, ცაგერის მიმართულებით მიმავალ 20 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცაგერთან მისასვლელი 50 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა, ამჟამად მხოლოდ პარაპეტებისა და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. შესრულებული სამუშაოები დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე და მშენებლობისთვის საჭირო მასალების მწარმოებელ ქარხნებში 400 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.  პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ათწლეულების მანძილზე მოსახლეობის გადაადგილება და ტვირთების ტრანსპორტირება გართულებული იყო. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები. შედეგად, მოსახლეობა და ტურისტები ტყალტუბოდან ცაგერის მიმართულებით რეაბილიტრებული გზით და უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player