Search

4 აგვისტო, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით: "ინვესტიცია და დასაქმება".

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა მონაცემები, თუ რა თანხის ინვესტიცია განხორციელდა და რამდენი ადამიანი დასაქმდა სამინისტროს მიერ 2009 და 2010 წლებში; პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა  მონაცემები 2011 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შესახებ. მინისტრმა 2012 წლის გეგმებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ  მომავალ წელს 60 ათასს უნდა გადააჭარბოს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა და რეაბილიტაცია,  ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია და  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.  აღნიშნულ სფეროებში 2009 წლის მანძილზე  ჯამში 812 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 23 ათას 900 ადამიანი დასაქმდა; 2010 წელს ინვესტიციის რიცხვი 912 მლნ ლარამდე გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობამ კი 31 ათას 100 ადამიანი შეადგინა;  2011 წლის ბოლოსთვის  სამინისტროს 44 ათას 400 დასაქმებული ეყოლება, ხოლო განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 1 386 მლნ ლარს მიაღწევს. 2012 წლისთვის იგეგმება   1 838 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და 62 500 ადამიანის დასაქმება.

განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ:

•-  აშენდა 80 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი;

•-  რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3000 კმ საავტომობილო გზას;

•- აშენდა  33 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 178 ხიდს;

•- შენდება 4  და რებილიტაცია უტარდება 1 გვირაბს; 

•- ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პროექტით გათვალისწინებულია 25 კმ ახალი რკინიგზის მშენებლობა და არსებული 160 კმ-ს  რეაბილიტაცია;

•- ასევე, მიმდინარეობს გვირაბისა და ახალქალაქის ურიკების შემცვლელი სადგურის მშენებლობა.

•- წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში.

•- ასევე, დაიწყო წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია საქართველოს 6 დიდ ქალაქში;

•- მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობის 410 პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული;

   აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა, რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაა .


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player