Search

29 ივლისი, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა ჭკადუასთან ერთად ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ახალციხის მოსახლეობას  შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის გავლით, სრულიად ახალ გზას ჭრის, რომლის მეშვეობითაც საავტომობილო მიმოსვლა რკინიგზის გადასასვლელის გვერდის ავლით განხორციელდება, რის შედეგადაც, ფეხით მოსიარულეთა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო გახდება. ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე  ნაპირსამაგრი სამუშაოები მინდინარეობს.  მდინარე ფოცხოვი წლების მანძილზე საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის სახნავ-სათეს ნაკვეთებს და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება და მოსახლეობას ათწლეულების პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება. ქალაქის ცენტრალურ უბანში სანიაღვრე სისტემის პრობლემაც არსებობდა, სანიაღვრე მილი ვერ უზრუნველყოფდა წყლის გატარებას. ამჟამად, სამინისტროს მიერ კეთდება ახალი სანიაღვრე არხი და აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. ახალციხეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასპინძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, ასპინძის ქუჩის მოსახლეობა დაზიანებული ქუჩის ნაცვლად, კეთილმოწყობილ ქუჩას მიიღებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ უკვე დასრულდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ობიექტის, ხაშური-ახალვიხე-ვალე თურქეთის საზღვრის  5,3 კმ-იანი მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გადის და გადაადგილებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია.

ახალციხეში მიმდინარე და დასრულებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ადგილობრივი  მოსახლეობა დასაქმდა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player