Search

22 ივლისი, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ  ნიკოლაიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმი-ახალციხის  გზის,   ხელვაჩაურისა და ქედის რაიონების დამაკავშირებელ 15კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

 გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროექტი  გზის საფუძვლის მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას,  და გზის სავალი ნაწილზე ასფალტის დაგებას ითვალისწინებს.  ამჟამად უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის საფუძვლის  მოწყობის სამუშაოები, დაგებულია ასფალტი და  გზის გასწვრივ ლითონის ზღუდარებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს.

ხელვაჩაურისა და ქედის რაიონების დამაკავშირებელი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია და აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს წარმოადგენს.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე გზა ამორტიზებული იყო, რაც  მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player