Search

27 ივნისი, 2011


რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავაშირებელ  გზაზე მოძრაობა ორმხრივად  აღდგენილია.

როგორც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს და გზა თავის პირვანდელ მდგომარეობას   რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

მოვარდნილი ღვარცოფისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რიკოთის უღელტეხილზე   დაზიანდა რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. სტიქიის  ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურები,  რომლებიც  სტიქიის შედეგების  აღმოსაფხვრელად  და ადამიანებისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. გაიწმინდა მდინარის კალაპოტები  და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ჯებირებს. ამჟამად, დაზიანებულ მონაკვეთებზე  ხორციელდება ასფალტის დაგების სამუშაოები, თუმცა ეს ხელს არ უშლის ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player