Search

10 ივნისი, 2011


ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე 800 მეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულებულია.  გვირაბის გაჭრის პროცესს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად დაესწრნენ.

სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი E-60 მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელზეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა ხორციელდება. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც  საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას. მათ შორის: ორი, 800 მეტრიანი გვირაბისა და ორი, პარალელური 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას  მოიცავს. ამჟამად  დასრულებულია ცემენტ ბეტონის საფარის დაგება გზის აღნიშნული მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე: მოეწყო მიწისქვეშა გადასასვლელები, დამონტაჟდა სანიაღვრე სისტემები  და წყალგამტარი მილები. ასევე, 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს  ორი პარალელური, 880 მეტრიანი (თითო ორზოლიანი)  ესტაკადის მშენებლობა.  

 ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია "აკორდი" მუშაობს.  პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player