Search

1 ივნისი, 2011


1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სამინისტროსა და მისის საქვეუწყებო სასმახურების თანამშრომელთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიურპრიზი მოუწყო.  ამ განასაკუთრებულ დღეს, სამინისტრომ თანამშრომლების 40-მდე პატარას უმასპინძლა. ბავშვებს მშობლების სამუშაო ადგილის დათვალიერებისა და  ერთი დღის მანძილზე  საკუთარი თავის მათ ადგილზე წარმოდგენის საშუალება მიეცათ. მინისტრის თქმით, მისი უწყების თანამშრომლებს დატვირთული გრაფიკის გამო  შვილებთან ურთიერთობისათვის საკმარისი დრო არ რჩებათ.  ამ განსაკუთრებულ დღეს კი პატარებს მშობლებთან მეტი ურთიერთობის საშუალება მიეცათ. სამინისტროში სტუმრობის დასასრულს პატარებს სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრები გადასცეს და ანიმაციური ფილმი აჩვენეს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player