Search

11 მაისი, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დავით გაგოშიძესთან ერთად რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მოგვიანებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს  შეხვდა.
მინისტრი სოფელ გლოლას ეწვია და მდინარე ბდღვიორაზე ახლად აშენებული 31 მეტრიანი ხიდი და 45 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა პირადად დაათვალიერა.
მდინარე ბდღვიორაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, გაკეთდა ახალი კალაპოტი. მდინარის კალაპოტის შეცვლით მოსახლეობა მდინარის ადიდების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეს გადაურჩა. რაც შეეხება ძველ კალაპოტს, მისი ნაპირების გამაგრების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი. ახალ 31 მეტრიან ხიდს კი, აქვს სარეგულაციო ბეტონის კედლები  და ნაბურღ-ნატენ ხიმინჯებზეა აგებული, რაც მისი სიმყარის გარანტია.
რამაზ ნიკოლაიშვილმა ონში, გზის ონი-უწერას მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ობიექტების მსგავსად,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player