Search

4 მაისი, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში, ლაშა მაქაცარიასთან და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე, ევრო სტანდარტების შესაბამისი ველო-ბილიკების მშენებლობა   მოინახულა.

ველო-ტრასა საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე შენდება და მისი სიგძრე  7კმ-ია.

ველო-ბილიკის მშენებლობასთან ერთად ჩატარდება ტროტუარების სრული რეკონსტრუქცია. ველოსიპედებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგება და სპეციალურად ველო-ტრასებისათვის განკუთვნილი ბორდოსფერი გამამაგრებელი ფენით დაიფარება. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარის ნაწილი კი ბეტონის ფილებით მოპირკეთდება.  ბილიკის გასწვრივ, მოეწყობა რეკრეაციული ზონა, დასასვენებელი სკამებით და შესაბამისი გამწვანებით. ველო ბილიკზე დამონტაჟდება  საგზაო ნიშნები.

მსგავსი ველო-ბილიკის მშენებლობა ყვარელში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ველო-ბილიკების მშენებლობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება. კეთილმოწყობილი ველო-ტრასები ველო-სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player