Search

21 აპრილი, 2011


დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, სამინისტროს და საქვეუწყებო სამსახურების (საავტომობილო გზების დეპარატმანეტი, მუნიციპალური გამვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია), 200-მდე კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელ პირს შეხვდა.

რამაზ ნიკოლაიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან 2011 წლის გეგმებზე ისაუბრა. დასახეს სამშენებლო ობიექტების სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტული ვადები. მინისტრმა კომპანიების ხელმძღვანელებს სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებისკენ მოუწოდა და სამშენებლო ობიექტები პირად კონტროლზე აიყვანა. ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვით საკითხებზე მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე.

მინისტრმა მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე იმსჯელა, რადგან დაგეგმილი სამუშაოების მიზანი რეგიონებში საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ასევე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება გახლავთ.

რამაზ ნიკოლაიშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს წამოჭრილ პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა, კომპანიების მხრიდან დასაქმებული პერსონალისთვის დროულად გაუცემელი ხელფასები. მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღავენელ პირებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაწყებულ მშენებლობებებზე დასაქმებული თანამშრომლების მიმართ, ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების  შესრულება მოსთხოვა.

 


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player