Search

23 აპრილი, 2011


გაჩიანში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანის სტიქიის შედეგად დაზარალებულ  მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის რწმუნებულთან ქვემო ქარლში დავით კირკიტაძესთან  ერთად მდინარე მტკვარზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესს დაესწრო. სოფელში სულ 1200 ოჯახი ცხოვრობს და განსაკუთრებით რთულ პირობებში ამ ეტაპზე 10 სახლი იმყოფება. 

სოფელს ადიდებული მდინარისგან  დასაცავად  და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ამჟამად ნაპირს ბეტონის კონსტრუქციებით უმაგრებენ, რაც სახლებს მიწის გამორეცხვისგან დაიცავს.  რამაზ ნიკოლაიშვილმა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო, რის შედეგადაც მტკვარი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და სოფელი მოსალოდნელ საფრთხეს გადაურჩება. საფრთხის წინაშე მყოფი 10 სახლიდან მოსახლეობა ამ დროისთვის ევაკუირებულია.  გაჩიანში მობილიზებულია ტექნიკა, ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრიგადები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player