Search

19 აპრილი, 2011


დღეს, რეგიონული გაინვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ახალი, 7 კილომეტრიანი  საავტომობილო გზის გაჭრა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის შემოვლითი გზა დედაქალაქს სატრანზიტო ნაკადისაგან განტვირთავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტი იქნება. მიმდინარე სამუშაოები დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა. ახალი 7 კილომეტრიანი  გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.


აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან სატრანზიტო ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ფოთი-ბათუმის პორტების და ევროპის მიმართულებით. ასევე, ამ გზით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player