Search

14 აპრილი, 2011


 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
საავტომობილო გზის ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთის შესახებ
 
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გასწვრივ კმ40+200 - კმ41+800 ოთხ ადგილას მოხდა ნიადაგის ჩაწოლა, რის შედეგადაც დაზიანდა ნაწილობრივ დაზიანდა გზის სავალი ნაწილი. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნულ მონაკვეთებზე დამონტაჟდა დამატებითი საგზაო ნიშნები და დამცავი ბარიერები. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა ამჟამად გახსნილი და გავლადია.
 
საპროექტო მონაცემები
კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტის მთლიანი ღირებულება 37.5 მილიონი აშშ დოლარია, აქედან ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პროექტის ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია აღნიშნულ გზებზე სატრანსპორტო ხარჯების შემცირება, გზების ხელმისაწვდომობა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვაზიანი-გომბორი-თელავის (VGT) საავტომობილო გზის 55 კმ-ის რეაბილიტაცია პროექტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player