Search

5 ივლისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ადიგენის რაიონი, შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის ადიგენი-არალი-უდეს საავტომობილო გზის 6,8 კმ-იან მონაკვეთზე (სოფლები არალი და უდე) სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაუწევს მონიტორინგს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით (ორი ფენა) საფარის დაგებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემის, საყრდენი კედლების - გაბიონების, წყალგამტარი ნაგებობების ახლით მოწყობისა და არსებულის შეკეთების სამუშაოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე მდ. ქვაბლიანზე რკინა-ბეტონის გასასვლელ ხიდს ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაითვალისწინა მოსახეობის თხოვნა და გაკეთდა ქვედა საყრდენი კედლები და სანიაღვრე მილები. ამჟამად, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში.

სამუშაოების ღირებულება, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგენს 3 მლნ. 972 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,ვერელი + ”.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player