Search

4 ივლისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბთან გამართავს საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგს, გვირაბში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში, მიმდინარე წლის მაისის თვეში უკვე ჩატარდა ქართველი, გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტების მიერ, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისათვის საჭირო კვლევები.

დეპარტამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას რიკოთის გვირაბის დასრულებული პროექტს დეტალებსა და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

 

გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს :

•    გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაციას (შეცვლას) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით;
•    ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას, რაც ეფექტური იქნება როგორც კომფორტულობის, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისითაც.   საკანალიზაციო სისტემის განახლებას;
•    ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;
•    გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფას.
გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყება.

ასევე, დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის თანამშრომლებს გადასცემს ახალ, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ საგზაო-სამუშაო ფორმებს (ჯილეტები). აღნიშნული ჟილეტები გაფორმებულია სპეციალური ამრეკლი ლენტებით, რათა ღამის საათებში მოძრავმა ავტოტრანსპორტის მძღოლებმა უსაფრთხოდ გაიარონ გვირაბის გამშვები პუნქტი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player