Search

29 მარტი, 2011


დღეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციაო სამუშაობის მეორე ეტაპი განახლდა და მიმდინარე წლის ბოლოს რიკოთის  გვირაბი ექსპლუატაციაში დასრულებული სახით  შევა. 


რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შარშან ნოემბერში დასრულდა. ამ ეტაპზე განხორციელებულია მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციების დაშლა-გატანის და გვირაბის გამაგრების პირველი ეტაპის სამუშაოები.


რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა  რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნულ გზაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაობი 2010 წელს განახორციელა და მასზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player