Search

15 მარტი, 2011


საავტომობილო გზის კობი-გუდაურის  მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებში დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა. იგი თავად მართავდა  თოვლის საწმენდ მანქანას და ეხმარებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს გზის აღნიშნული მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებაში.


რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის მუშაობით. სწორედ აღნიშნული დეპარტამენტის ოპერატიულობის შედეგია, რომ მიუხედავად მოსული უხვი ნალექისა, კობი-გუდაურის მონაკვეთი ზამთრის სეზონის განმავლობაში ხანგრძლივად არ ჩაკეტილა და მოძრაობის შეფერხება მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი ამჟამად სრულიად გაწმენდილია და მასზე გადაადგილება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის ნებადართულია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player