Search

25 თებერვალი, 2011


 

საქართველოს   ტექნიკური უნივერსიტეტის  საავტომობილო  გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების  მშენებლობის  კათედრას  ცემენტ-ბეტონის  ხარისხის განმსაზღვრელი,   საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია ექნება. 51 ერთეული, 26 დასახელების  ლაბორატორიული ხელსაწყო  ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გადასცა.
ცემენტ-ბეტონის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის გადაცემამდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური უნივერსიტეტის  საავტომობილო  გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების  მშენებლობის  კათედრას  ასფალტის  ხარისხის განმსაზღვრელი  საერთაშორისო  სტანდარტების  ლაბორატორიაც  გადასცა. ორივე  ლაბორატორიის  გადაცემა იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა  და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მსგავსი ტექნოლოგიური ბაზა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქამდე არ გააჩნდა, რაც სტუდენტების სწავლების ხარისხს  პრობლემებს უქმნიდა.
მემორანდუმის ფარგლებშივე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაარემონტა ტექნიკურიუნივერსიტეტისსაავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრის შენობა. სამინისტრო გეგმავს აღნიშნული კათედრისთვის ბიბლიოთეკის მოწყობას, სადაც  სტუდენტებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები იქნება განთავსებული.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player