Search

13 თებერვალი, 2011


 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები იმუშავებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის 11 სტუდენტს შეხვდა, რომლებმაც სტაჟირება  საავტომობილო გზების დეპარატმენტის ქუთაისის ოფისში გაიარეს.
ამ ეტაპისთვის დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ორი კურსდამთავრებული დაინიშნა, ხოლო დანარჩენი 9 სტუდენტი დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმდნენ.
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა სტაჟირება იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიარეს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და უნივერსიტეტს შორის 2009 წელს გაფორმდა.
სტაჟირების მიზანი სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვა და საგზაო დარგისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება გახლდათ. სტუდენტებმა სტაჟირება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ფილიალის სამმართველოებში, განყოფილებებში და სხვადასხვა სამშნებელო ობიექტებზე გაიარეს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player