Search

1 თებერვალი, 2011


ასპინძის რაიონში, ხერთვისი-ვარძიის საავტომობილო გზასთან, მდინარე მტკვარზე, ახალი 70 მეტრიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობას და ტურისტებს ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დააკავშირებს.

ამჟამად დასრულებულია ხიდის ბურჯების მშენებლობა და მიმდინარეობს კოჭების მონტაჟი.  ხიდის სავალ ნაწილზე, რომლის  სიგანე 13 მეტრია  ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და მოაჯირები.  პარალელურად მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც ხიდთან მისასვლელ გზაზე მდებარეობს და ტრანსპორტის უსაფრთხო  გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობას  ძველი, სტიქიისაგან დაზიანებული ხიდით უწევდა სარგებლობა, რაც მათ სიცოცხლეს  საფრთხეს უქმნიდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელდება ძველი, ხიდის დემონტაჟი. ახალი ხიდით დაბა ასპინძისა და მისი 8 სოფლის (მირაშხანის, თმოგვის, იდუმალას, ძველის, ნაქალაქევის, სახუდაბელის, ნიალას და ორგორას) მოსახლეობა ისარგებელებს. პროექტზე, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით და „ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" (მილენიუმი) დაფინანსებით ხორციელდება, 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

სამშენებლო სამუშაოები, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მოინახულა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player