Search

7 იანვარი, 2011


თბილისის შემოვლითი გზის  მე-9 კილომეტრზე არსებულ 549 მეტრიან ესტაკადაზე სტიქიით დაზიანებული 50 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია.

აზიანბის გამო ესტაკადაზე ტრანსპორტის გადაადგილება  შეუძლებელი იყო. სარეაბილიტაციო  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტის მიხედვით აღდგა ესტაკადის 2 მალი, აშენდა ერთი ახალი ბურჯი, რომელიც 21 მეტრიან ხიმინჯებზეა მოწყობილი; აღდგენილ მონაკვეთზე  დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და შეიება მოაჯირები. სევე, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარის კალაპოტში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფატსრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქალაქ თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად რეაბილიტირებული ესტაკადა დღეს გახსნა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player