Search

26 დეკემბერი, 2010


მდინარე გლდანულაზე, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე  60 მეტრიანი  სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულებულია. ახალი ხიდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  დღეს გახსნა.

ხიდი, რომელიც სოფელ გლდანულას თბილისთან აკავშირებდა  მიმდინარე წელს სტიქიამ დაანგრია. ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა ივლისში დაიწყო. ხიდის აშენებამდე  სოფელ გლდანულას და თიანეთის მოსახლეობას დედაქალაქთან  დაკავშირება შემოვლითი გზით უწევდათ.

ახალი ხიდის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 მლნ 852 ათასი ლარი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანი იყო  დასაქმებული.

დასასრულს უახლოვდება აღდგენითი სამუშაოები თბილისის შემოვლითი გზის  მე-9 კილომეტრზეც, სადაც სტიქიამ  ესტაკადის 2 მალა დაანგრია. რამაზ ნიკოლაიშვილმა  მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.  ესტაკადაზე აშენდა ახალი ბურჯი, რომელიც 21 მეტრიანი ხიმინჯებითაა აშენებული.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player