Search

23 დეკემბერი, 2010


ჩქაროსნული მაგისტრალი თბილისიდან გორამდე განათებულია და დასასრულს უახლოვდება შუქამრეკლი საგზაო ნიშნების დამონტაჟება.   მაგისტრალზე დამონტაჟდა ბელგიური წარმოების "ფურიო 3-ის" ულტრა თანამედროვე გარე განათების სისტემა. დღეს გამთენიისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  განათებული მაგისტრალი პირადად მოინახულა. აღნიშნული ტექნოლოგიის განათების სისტემა გამოირჩევა ეკონომიურობით და ნათების სიმძლავრით. მისი გამოყენებისას ელექტრო-ენერიგიის დანახარჯი ნახევრდება. ჩქაროსნულ მაგისტრალზე გარე განათებისა და მაღალი ხარისხის შუქამრეკლი საგზაო ნიშნების დამონტაჟება ხელს შეუწყობს  ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ყოველი მომდევნო მონაკვეთის გახსნის პარალელურად, აღნიშნული საგზაო სეგმენტების განათება მოხდება. 

შრედერის კომპანიის მიერ წარმოებული გარე განათების სისტემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. სწორედ  შრედერის განათების სისტემებით არის განათებული რომის კოლიზეუმი იტალიაში, ბრანდენბურგის კარიბჭე გერმანიაში, ევროპარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ბრიუსელში და ა.შ. შრედერის განათების სისტემა საქართველოშიც გამოიყენება. ამ კომპანიის წარმოებული  პროდუქტით არის განათებული  ბათუმისა და ანაკლიის ბულვარები, ასევე განმუხურის ხიდი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player