Search

15 დეკემბერი, 2010


მარნეულის მუნიციპალიტეტში, შულავერი-წითელი ხიდის  23 კმ-იანი საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად, დღეს, სამუშაოების ბოლო ეტაპი მოინახულა.

გზის რეაბილიტაციამდე ზამთარში, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. პროექტის მიხედვით მოეწყო სადრენაჟო არხები და რკინა ბეტონის მილები, ჩატარდა  მიწის ვაკისის სამუშაოები. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის 2 ფენიანი საფარის დაგება მთავრდება.

პროექტს, რომლის ღირებულება 3 მლნ 500 ათასი ლარია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
 
 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player