Search

12 დეკემბერი, 2010


ხულო-ქედლების საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დამთავრებულია. რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ პირადად მოინახულეს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარი. ხელოვნური ნაგებობები და საყრდენი კედლები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე სისტემებს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.

პროექტი, რომლის ღირებულება 2 მლნ 760 ათასი ლარია საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

რამაზ ნიკოლაიშვილმა  და ლევან ვარშალომიძემ სოფელ დანისპარაულის რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელიც მოინახულეს. აღნიშნული ხიდი 15 წლის მანძილზე პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. მდინარის ადიდების შედეგად ხიდი წყალს მიჰქონდა და ბათუმისა და გოდერძის უღელტეხილის ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელი ხდებოდა.

წელს პროექტი შეიცვალა და თავისი ტექნიკური მახასიათებლებით ურთულესი 16 მეტრიანი ხიდი აშენდა. მოეწყო 36 მეტრის სიმაღლის ბეტონის საყრდენი ღარი, რომელიც დაიცავს ხიდს დაიზანებისაგან.  

პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player