Search

30 ივნისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხერთვისი-ვარძია-თურქეთის საზღვარის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (სოფელი ხერთვისი) მონაკვეთის გახსნას.

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით და ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას (ორი ფენა). ასევე, ხელოვნური ნაგებობების აღდგენას, გაბიონების, სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 მლნ. 201 ათასი ლარს, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტით. სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. ,,ბელ-ბაუ”-მ.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზის გამტარუნარიანობის გაზრდასა და საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ასევე, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player