Search

10 დეკემბერი, 2010


10 დეკემბერს "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც მოწველნი გახლდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული საგზაო სამშენებლო კომპანიები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის  2010 წლის  საგზაო-სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისათვის საგზაო ინფრასტრუქტურაში წელს შესრულებული სამუშაოების  და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცის მიწოდება გახლდათ.

ასევე გაიმართა მეგზევეთა დაჯილდოვების ცერემონიალი. 2010 წელს განხორციელებული, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგზაო პროეტქის - სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით და მაღალ პროფესიონალურ დონეზე შერულებისათვის, აღნიშნული გზის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს მედლები და  ორდენები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად გადასცა. მინისტრმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ლეჟავამ დეპარტამენტისა და საგზაო სექტორში მომუშავე კომპანიების  თანამშრომლები,  მიმდინარე წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის, სიგელებით და ბრინჯაოსგან დამზადებული მეგზევის სიმბოლური ქანდაკებებით დააჯილდოვა. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player