Search

8 დეკემბერი, 2010


ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება დასრულებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  სამუშაოების დასრულების პროცესს, გვიან ღამით, პირადად დაესწრო.

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია "აკორდი" მუშაობს. ამჟამად სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით ორი, 800 მეტრიანი გვირაბისა და ორი, 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობაზე მიმდინარეობს.

პროექტზე 200-მდე  ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. 

პროექტი მოიცავს საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას.  სწორედ ამიტომ E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტთა რიცხვს განეკუთვნება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player