Search

5 დეკემბერი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

დმანისი - დიდი დმანისი - გომარეთი - ბედიანის რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზის 13 კმ - იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს გზის საფუძვლისა და სადრენაჟე არხების მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას და გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე 12 გაჩერების მოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა. 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player