Search

30 ნოემბერი, 2010


ქალაქ ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით ხორციელდება ითვალისწინებს 1კმ და  300 მეტრი სიგრძისა და 30 მეტრის სიგანის, ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობილი  თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას.  ზუგდიდის აეროპორტის პროექტი საერთაშორისო პარამეტრების გათვალისწინებით  შემუშავდა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ბლექსი ჯგუფი" განახორციელებს და მასზე 300-მდე ადამიანი  დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს სამეგრელოს  რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ მოსახლეობის დასაქმებისა და  მათი  სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player