Search

4 იანვარი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ქუთაისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შენობის პროექტში შესატანია ცვლილებები, რის შემდეგაც სარემოტო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და სავარაუდოდ, ზაფხულის დასაწყისში ის საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
რამაზ ნიკოლაიშვილმა ქუთაისის გადაუდებელი მედიცინის ცენტრში სამშენებლო კომპანია ,,ხიდის" თანამშრომელი ნოდარ მუჯირიშვილი მოინახულა და მის ოჯახს თანადგომა შესთავაზა. ნოდარ მუჯირიშვილმა მდ. ცივზე ხიდის მშენებლობის დროს, უბედური შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player