Search

23 ნოემბერი, 2010


ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 85-ე კილომეტრზე, შემოვლითი გზის 1. 5 კმ-იანი მონაკვეთის და მდინარე ლიახვზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხიდი  და გზა გახსნა და  სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დასრულდა 3 კმ-იანი შემოვლითი გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც სოფელ ორთაშენში გაივლის. ასევე  აშენდა 161 მეტრი სიგრძისა და  11 მეტრი სიგანის ხუთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც შეცვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ლითონის დროებით ხიდს. მოეწყო რკინა-ბეტონის ფილები, რომელზეც დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხიდზე გაკეთდა ორმხრივი ტროტუარი.  პროექტზე  50-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობაა.

აღნიშნული ხიდი სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. პროექტი მოიცავს საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობის, მათ შორის: ორი, 800 მეტრიანი გვირაბისა და ორი, 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები  სვენეთი-რუისის პირველ 5 კილომეტრზე.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player