Search

20 ნოემბერი, 2010


რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გვირაბში მოძრაობა გაიხსნა და ასაქცევი გზის  ნაცვლად  ავტომობილების მიმოსვლა გვირაბის გავლით განხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გვირაბი გახსნა და  სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143- კმ-ზე რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის  ივლისში დაიწყო. ამ ეტაპზე განხორციელებულია მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციების დაშლა-გატანის და გვირაბის გამაგრების სამუშაოები. დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და უსაფრთხოების მიზნით სავალი ნაწილი დაიხაზა. დამონტაჟდა ვენტილაცია და ახალი განათება. სამუშაოებზე 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.

გვირაბის რებილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება და მომავალი წლის ბოლოს რიკოთის  გვირაბი ექსპლუატაციაში დასრულებული სახით შევა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player