Search

5 იანვარი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული საგზაო კომპანიების ხელმძღვანელებთან (ზონალურ წარმომადგენლებთან), რომლებიც საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე შეკეთების (მოვლა შენახვის) სამუშაოებს ახორციელებენ. დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე კონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტისა და გეგმების შესაბამისად, ახალ მიდგომებსა  და მოთხოვნებზე ესაუბრა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით: ,,კონტრაქტორი ორგანიზაციების სამუშაო გრაფიკების მიმდინარეობაზე, დეპარტამენტის მხრიდან, პერმანენტული და მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება”.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player