Search

ინფორმაცია

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო

დაწესებულების-საავტომობილო გზების დეპარტამენტის  2008 წელს  გაწეული მუშაობის შესახებ

 

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2007 წლის 28 დეკემბრის (#5659) საქართველოს კანონის” შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებები განისაზღვრა 195076.8 ათასი ლარის ოდენობით, სადაც გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) განისაზღვრა 192025.0 ათასი ლარის ოდენობით. "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2008 წლის 10 ოქტომბრის (#334) საქართველოს კანონის შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 185576.8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2008 წლის 23 დეკემბრის (#834) საქართველოს კანონის შესაბამისად 2008 წლისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრა 186706.8 ათასი ლარის ოდენობით.

ვრცლად...

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player