განცხადება აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურების შესყიდვის შესახებ
განცხადება აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურების შესყიდვის შესახებ
22 სექ, 2020 18:40:07

გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, განზარახული აქვს დეპარტამენტის მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ (SRAMP) (შემდგომში - პროექტი) ფარგლებში, აუდიტის ანგარიშის მოსამზადებლად საექსპერტო მომსახურების  შესყიდვა.

შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს ბაზრის კვლევას, რათა გამოავლინოს საუკეთესო შემოთავაზება და დაბალი ფასის მქონე მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება.

ტექნიკურ ექსპერტს მოეთხოვება კონტრაქტების მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილების (სასურველია პროექტირება-მშენებლობის კონტრაქტები) ქონა და მისი შერჩევა განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი სასურველი უნარებისა და გამოცდილების შეფასებით. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს დეტალური ინფორმაცია შემდეგზე:

ა) სამოქალაქო ინჟინერი მინიმუმ 7 წლიანი ზოგადი გამოცდილებით საგზაო საინჟინრო მიმართულებით.

ბ) საგზაო ინჟინერი / მოვლა-შენახვის ექსპერტი, რომელსაც გააჩნია შესრულებისა და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით გამოცდილება.

გ) გზების პროექტირების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

დ) საგზაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად.

ე) გამოცდილება კონტრაქტების მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.

ვ) ანგარიში მომზადებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შერჩეულმა ექსპერტმა ხელის მოწერით, უნდა დაადასტუროს  ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ ინფორმაცია, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ ფარგლებში. (იხ. დანართი).

მომსახურების გაწევის ვადა - 50 კალენდარული დღე.

წინადადებების წარმოდგენის ვადა  2020 წლის 28 სექტემბრის 18:00 საათი;

E_mail: info@georoad.ge

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს: განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ, სპეციალისტის CV  და ფინანსურ შემოთავაზებას.

 

იხილეთ თანდართული ფაილები:

TERMS OF REFERENCE for Technical Expert

ტექნიკური ექსპერტის ტექნიკური დავალება

განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: