საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებისთვის, გამოცდილების გაზიარება გრძელდება.
დღეს, შეხვედრაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ საკითხებზე: სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); გარემოს დაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი და საგზაო უსაფრთხოება.
მსგავსი სახის შეხვედრის ჩატარება შემდეგ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში იგეგმება.
შეხვედრების მიზანია მუნიციპალიტეტების გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთ თანამშრომლობასა დაზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.
ღონისძიება, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით განხორციელდა.