გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის წმენდა ვერ ხერხდება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის წმენდა ვერ ხერხდება
17 ნოე, 2018 16:03:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით,  ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტარტქორი ორგანიზაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშოიშროება მოიხსება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშისროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: