პროექტები
-
03.06.10
ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის
რეაბილიტაციის პროექტი, II მონაკვეთი – კმ 27.00-54.00
გარემოსდაცვითი მართვის გეგმა
პროექტი
მაისი 2010
პროექტის მიზანშეწონილობა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს თელავის და ახმეტის რაიონებს,ნაწილობრივ ყვარელის რაიონს და მიმდებარე სოფლებს ქ. თბილისთან. არსებული გზის სიგრძეა 65 კმ. ამავე რაიონებიდან ამჟამად ძირითადი სატრანსპორტო მოძრაობა ხორციელდება გურჯაანის და ბაკურციხის გავლით, ეს კი დახლოებით 57 კმ-ით მეტი მანძილია ვიდრე ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულება. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა გადის გარდაბნის, საგარეჯოს და თელავის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც იწყება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ვაზიანის დასახლებასთან, გაივლის სოფლებს: უჯარმას, სასადილოს, გომბორს, კობაძეს, თეთრწყლებს და მთავრდება ქ. თელავში. ამავე გზით სარგებლობს სასადილო-სიონის გზის გასწვრივ განლაგებული სოფლები.
|
-
27.04.10
საპროექტო დოკუმენტაცია
სოფ. ანაკლიასა და სოფ. განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა
და მდ. ენგურზე სახიდე გადასასვლელი
წიგნი 3
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
თბილისი, 2010 წელი
1. არატექნიკური რეზიუმე
1.1 შესავალი
სოფ. ანაკლიასა და სოფ. განმუხურს შორის დამაკავშირებელი გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის პროექტი შედგენილია ინსტიტუტ ,,ტრანსპროექტის” მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის #1053 განკარგულების შესაბამისად (სოფ. განმუხურში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით) საავტომობილო გზების დეპარტამენტის 01.02.10 წელს გაცემული დავალების საფუძველზე.
|
-
11.01.10
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისის შემოსავლელი ს/გზის კმ14(0.4) - კმ21(0.7)
მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების
საპროექტო დოკუმენტაცია
IV. გარემოს ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი
მენეჯმენტის გეგმა
1. შესავალი
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახდა. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საავტომობილო გზები წარმოადგენს. გაზრდილმა მოთხოვნამ საავტომობილო გადაზიდვებზე განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის და ზოგ შემთხვევაში, ახალი უსაფრთხო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა.
|
-
23.09.09
განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტი
E-60 ავტომაგისტრალის აღაიანი - იგოეთის (კმ43-კმ80) მონაკვეთის
რეაბილიტაციის პროექტი
სექტემბერი 2006 წელი
განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი
(E-60 ავტომაგისტრალის აღაიანი – სვენეთის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი)
შესავალი
განსახლების პოლიტიკა მომზადებულია წინასწარი პროექტირების, გარემოსდაცვითი სკრინინგისა და განსახლების პროექტის ეგიდით, მოწონებული ალტერნატივების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებისა და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების სფეროში სამოქმედო პოლიტიკის (4.12) და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. დავალება ეხება დაახლოვებით 37 კილომეტრიან აღიანი-სვენეთის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს 43-ე და მე-80 კილომეტრ ნიშნულებს შორის.
|
-
17.09.09
28 სექტემბერს, 11.00 საათზე, დაბა სურამის გამგეობის შენობაში, მოეწყობა, E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა.
შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
17.09.09
რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი
მენეჯმენტის გეგმა
2009 წლის სექტემბერი
არატექნიკური რეზუმე
შესავალი
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს მთავრობისათვის. საქართველოს მთავრობამ მიმართა მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (IBRD) და სთხოვა დახმარება აღმოსავლეთი-დასავლეთი სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის საქმეში. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან რომელიც უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთი-დასავლეთი (E-60) ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მოდერნიზაციას.
|
-
14.09.09
პარასკევს, 18 სექტემბერს 13:00 საათზე სოფელ უჯარმას გამგეობის შენობაში და 15:00 საათზე გომბორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, ხოლო შაბათს, 19 სექტემბერს ქალაქ თელავის გამგეობის შენობაში დაგეგმილია, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ27 მონაკვეთზე დაგეგმილ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა, შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არიალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
12.09.09
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
რეაბილიტაციის პროექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
ტომი I.
სექტემბერი 2009
არატექნიკური რეზიუმე
პროექტის მიზანშეწონილობ
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის რეგიონებს შორის სრულყოფილი საავტომობილო კავშირების დამყარება, რისთვისაც საჭიროა გზების ნორმალური ფუნქციონირება წლის ნებისმიერ დროს, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოძრაობის შეფერხებებს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
|
-
12.09.09
პროექტი “ვაზიანი – გომბორი – თელავის
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია”
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება
ტომი II. დანართები
საქართველოს კანონმდებლობა და მსოფლიო ბანკის მოთხოვნები
გარემოსდაცვით და არანებაყოფლობითი განსახლების საკითხებზე
1. საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში
1.1. საქართველოს კანონმდებლობა და ნორმატიული ბაზა
1.1.1 ინსტიტუციური პასუხისმგებლობანი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს ძირითად უწყებას, რომელსაც ევალება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. ინდუსტრიულ პროექტებთან დაკავშირებით ხსენებული სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი განიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებს და გასცემს გარემოზე ზემოქმედების ნებართვებს.
|
-
28.07.09
29 ივლისს, 13:00 საათზე აგარის გამგეობის შენობაში ჩატარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (გვირაბის ჩათვლით) მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობისას, გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
30.06.09
30 ივნისს, 2 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
28.06.09
29 ივნისს, 2 საათზე ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
03.06.09
3 ივნისს 12:00 საათზე ხაშურის გამგეობის შენობაში ჩატარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (გვირაბის ჩათვლით) მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
07.05.09
8 მაისს 11:00 საათზე მარტვილის გამგეობის შენობაში ჩატარდება აბაშა-მარტვილის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
07.05.09
8 მაისს 17:00 საათზე ქ. ზუგდიდი მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდება ინგირი-ოქტომბერი-კახათის, კახათი-კოკი-ორსანტია და ზუგდიდი-ჯვარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
30.04.09
1 მაისს 13:00 საათზე თიანეთის რაიონში, სოფელ ღულელების გამგეობის შენობაში ჩატარდება დორეულები-ქვემო ნოქალაქარი-გორანას ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
15.04.09
16 აპრილს 15:00 საათზე ქ. წყალტუბოში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთი და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
13.04.09
14 აპრილს 13:00 საათზე ქ. თელავის და 15:00 საათზე ქ. ყვარელში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხე, ახმეტა-ბაწარა და ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის შიდასახელმწიფოებრივ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია, დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
|
-
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის
სვენეთი-რუისის მონაკვეთის (კმ 80 – კმ 95) მოდერნიზაციის
პროექტი
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში
ივლისი 1, 2009
|
-
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღაიანი-იგოეთის კმ. 43-ე და 55-ე მონაკვეთი
განსახლების სამოქმედო გეგმა
შესავალი
1. განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (სეგსსგდ) მიერ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის (OP4.12.) შესაბამისად. დავალება მოიცავს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღაიანი-იგოეთის კმ. 43-ე და 55-ე მონაკვეთს.
|
|
|