Search

კანონმდებლობა


  • საქართველოს კანონი
    საავტომობილო გზების შესახებ


    კანონი საავტომობილო გზების შესახებ განსაზღვრავს საავტომობილო გზების სახეობებსა და სტატუსს.
    ეს კანონი აწესებს საავტომობილო გზების მფლობელთა და მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
    ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

    Read More
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
     ბრძანება N1-1/75
    2004 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ


    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
    1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

    Read More
  • საქართველოს კანონი
    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ


    ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

    Read More
  •  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
    ბრძანება N1–1/78
    2009 წლის  23 იანვარი ქ. თბილისი


    საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
    ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:
    1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები” (დანართი 1).

    Read More

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player Get Adobe Flash player