სიახლეები
-
 |
5 მაისი, 2010
ქ. რუსთავში გაიმართა მთავრობის გასვლითი სხდომა. მთავრობის წევრებმა სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის პარალელურად, განიხილეს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) პროექტი. აღნიშნული პროექტი მთავრობის წევრებს წარუდგინა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.
|
-
 |
4 მაისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 მაისს 09:30 საათზე, სასტუმრო “Sheraton Metekhi Palace”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე - “საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი”.
|
-
 |
2 მაისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის 24,8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწიეს მონიტორინგი.
|
-
 |
29 აპრილი, 2010
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარება გახლავთ. სწორედ იმერეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის იდეას ემსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მღვიმე ყუმისთავთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე 3,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა.
|
-
 |
28 აპრილი, 2010
დღეს “თბილისი მარიოტში” დასრულდა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული 3 დღიანი კონფერენცია სახელწოდებით “მმართველობა სატრანსპორტო და საგზაო სექტორში”. კონფერენციის მიზანი გახლდათ, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, არასამთავრობო და კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში. კონფერენციაზე მოხდა ანალიზი საგზაო, სატრანსპორტო პროექტებიდან მიღებული გამოცდილების. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესყიდვების, კორუფციული პროცესების პრევენციისა და საპროექტო რისკების მნიშვნელოვანი საკითხები.
|
|
|