სიახლეები
-
 |
14 მაისი, 2010
დღეს, პირველად საქართველოში, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მშენებოლაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ს.ს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე პარტნიორებთან ერთად დაესწრებიან.
|
-
 |
12 მაისი, 2010
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაფოსტარი-სალხინო-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
|
-
 |
12 მაისი, 2010
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის სფეროთი დაინტერესებულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.
|
-
 |
10 მაისი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და ისრაელის რესპუბლიკის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ვიჟნიცერმა, ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი, უწყებათაშორის საქმიანი ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი.
|
-
 |
8 მაისი, 2010
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
|
|
|