სიახლეები
-
 |
5 მარტი, 2010
დღეს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, შულავერი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
|
-
 |
2 მარტი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წინასაკონკურსო კონფერენცია თემაზე - ,,ჩქაროსნულ სატრანზიტო მაგისტრალებზე მომსახურებისა და დასვენების ობიექტების მოწყობა”. კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის” დირექტორი გიორგი ცაგარელი. კონფერენციაზე ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია.
|
-
 |
1 მარტი, 2010
სქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
|
-
 |
28 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, მდინარე ენგურზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს.
|
-
 |
24 თებერვალი, 2010
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავის საავტომობილო გზის 22 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას დაესწრება.
|
|
|