Search

5 მარტი, 2010


დღეს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, შულავერი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების მოწყობისა და მისი შეკეთების სამუშაოებს. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები.

 

აღნიშნული გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, საქართველოს ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას.

 

სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,საფარი“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 მლნ 777 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player Get Adobe Flash player